FIFA-ს პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის გადაწყვეტილებით, გარიგებული მატჩების ორგანიზატორები სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისჯებიან. რამდენიმე დღის წინ მორიგი კორუფციული სკანდალი თურქეთში მოხდა. ქვეყნის ჩემპიონის "ფენერბახჩეს" პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი გარიგებული თამაშების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. "ფენერბახჩეს" პრეზიდენტის გარდა, თურქმა სამართალდამცველებმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და ორი ფეხბურთელიც დააპატიმრეს.
„ფენერბახჩეს" წევრთა გარდა, დაკავებულნი არიან საფეხბურთო კლუბ "ტრაბზონსპორტის" წევრებიც, მთლიანობაში 100 ადამიანია დაპატიმრებული. ფიფას პრეზიდენტი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით ზიმბაბვეში იმყოფება, ბლატერმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა, ფიფას პრეზიდენტი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
„ჩვენ საშუალებას მივცემთ ასოციაციის კანონმდებლობას, რომ თუ კი დამნაშავეები გამოვლინდებიან და მათი ბრალეულობა დამტკიცდება, მათ სამუდამო კვალიფიკაცია მიესაჯოთ, მიუხედავად იმისა, იქნებიან დამნაშავეები მოთამაშეები თუ ოფიციალური პირები,", - განაცხადა ბლატერმა.