მაიკლ ჯექსონის პიჯაკი საკულტო კლიპიდან "Thriller"-ი კალიფორნიის აუქციონზე "The Music Icons" ტეხასელმა ბირჟის მოვაჭრე მილტონ ვერეტმა შეიძინა.
თავდაპირველად პიჯაკი ვაჭრობის ტოპ-ლოტად ითვლებოდა და 400 ათას დოლარად ფასდებოდა. შედეგად ის 1.8 მილიონად გაიყიდა და გახდა ჯექსონის ყველაზე ძვირადღირებული პირადი ნივთი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. A
ასევე, აუქციონზე გაიყიდა პოპმუსიკის ლეგენდის მნიშვნელოვანი რაოდენობის პირადი ნივთები. აღსანიშნავია, რომ აუქციონი მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან ორი წლის თავს დაემთხვა.