ოზურგეთსა და ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს ახალი შენობები გაიხსნა. შენობის გახსნას პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
ახლად გახსნილი პოლიციის შენობები უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. შენობებში განთავსებულია კეთილმოწყობილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები. შენობები მთლიანად გამჭვირვალეა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოლიციის ინტეგრაციას საზოგადოებასთან.