ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის პირველობა მხატვრულ ტანვარჯიშში გოგონებს შორის გაბრიელა ხვედელიძემ მოიგო
ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის პირველობაში ტანმოვარჯიშე გოგონათა შორის 13 წლის გაბრიელა ხვედელიძემ გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიგო. პირველობა 25-26 ივნისს გაიმართა. გაბრიელა (გაბი) საქართველოს ნაკრების წევრია იუნიორებს შორის. ის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.
ხვედელიძემ სპორტული კარიერა 6 წლის ასაკში, 2004 წელს დაიწყო. პირველ ტურნირზე ის 7 წლის ასაკში, 2005 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე „ოქროს ფოთლებზე" გამოვიდა, სადაც მე-7 ადგილზე გავიდა. მომდევნო წელს მან ეგვიპტის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატი მან 2009 წელსაც მოიგო.
პირველი ოქროს მედალი მან 2007 წლის საქართველოს პირველობაზე მოიპოვა. იმავე წელს გამართულ მეორე საქართველოს პირველობაზედაც ხვედელიძემ გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქვეყნის პირველობა იმავე წელს დეკემბერშიც გაიმართა, სადაც კვლავ გაბი ხვედელიძემ იმარჯვა. 2008-ში ხვედელიძემ უნგრეთის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხვედელიძემ გამარჯვებები მოიპოვა ბათუმშიც. პოლონეთში საერთაშორისო „IRINA CUP"-ზე კი მესამე ადგილი მოიპოვა.
ხვედელიძემ საფრანგეთის ტურნირზე მე-5 ადგილი, ბაქოში მე-4, საქართველოს პირველობაზე იუნიორებში მე-3, თურქეთში მე-2, ისრაელში კი მესამე ადგილი მოიპოვა.
მთლიანობაში 13 წლის სპორტსმენს 22 მედალი და 27 სიგელი აქვს მოპოვებული.