კომპანია Warner Bros-მა გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმის - "წყნარი ოკეანის რკალი" - გამოსვლის თარიღი გამოაცხადა. Collider-ის ინფორმაციით, ფილმი 2012 წლის 12 ივლისს გამოვა.
ცნობილი გახდა მომავალი ფილმის სიუჟეტის ზოგიერთი დეტალიც.Mმოქმედება დედამიწის ალტერნატიულ ვერსიაზე ვითარდება, სადაც პლანეტა გიგანტური ურჩხულების მუდმივი შემოტევის საფრთხეს განიცდის. მათ ადამიანების მსგავსი გიგანტური რობოტები უპირისპირდებიან. თავად დელ ტოროს განცხადებით, ახალი ფილმი გახდება "ყველაზე დიდი ფილმი გიგანტურ ურჩხულებზე, რომელიც ოდესმე გამოსულა ეკრანებზე".
ადრე იუწყებოდნენ, რომ დელ ტოროს მომდევნო ფილმი ლავკაფტის მიხედვით შექმნილი "სიგიჟის ქედები" გახდებოდა. 2011 წლის დასაწყისში ახალი პროექტის ბიუჯეტიც შეთანხმდა და რეჟისორი კანადაშიც გაემგზავრა ფილმის გადაღების ადგილის შესარჩევად. თუმცა 2011 წლის მარტში, როცა ფილმში მონაწილეობაზე დათანხმდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რონ პერლმანი და ტომ კრუზი, პროექტი გაურკვეველი მიზეზებით დაიხურა.
დელ ტოროს ბოლო პროექტი, სადაც ცნობილი რეჟისორი სცენარისტად მოგვევლინა, იყო ფილმი "არ შეუშინდე სიბნელეს", რომელიც გაქირავებაში 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა. მთავარი როლებს ასრულებდნენ გაი პირსი, ქეთი ჰოლმსი, ბეილი მედისონი, ალან დეილი და სხვები.