სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მდგარმა რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის ფედერალური ოლქის საინფორმაციო უზრუნველყოფის ჯგუფი ავრცელებს.
წვრთნა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე "ძარცემის" პოლიგონზე.
"სამხედრო წვრთნის პირობები მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ საბრძოლო პირობებს", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ წვრთნაში ასევე მონაწილეობდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.