აფხაზეთის გულრიფშის რაიონში "ნაგვალოუს" პოლიგონზე აფხაზეთში მდგარი რუსული საოკუპაციო მე-7 ბაზის ნაღმმტყორცნელებისა და სნაიპერების სამხედრო შეკრება დასრულდა. სამხრეთ ფედერალური ოლქის საინფორმაციო უზრუნველყოფის ჯგუფის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებთან ჩატარდა სწავლებები საცეცხლე, ტაქტიკურ და სპეციალურ მომზადებაში.
სნაიპერები და ნაღმმტყორცნელები მეცადინეობდნენ "РПГ-7"-ის, " АГС-17"-ის, "СВД" და "СВ-97"-ის გამოყენებაში, ფარულად გადაადგილებაში, დაზვერვაში, ღამით დაკვირვებაში და სხვ. სწავლებები საკონტროლო სროლებით დასრულდა.