ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი მსოფლიოს ას საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა. ტატიშვილმა „უიმბლდონის" ტურნირის მეორე წრეში გასვლითა და კუნეოს ტურნირის მოგების შემდეგ რეიტინგში 34 ადგილით აინაცვალ და 118-დან 84-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. ეს 21 წლის ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგია მისი კარიერის განმავლობაში. ტატიშვილი 83-ე ჩოგან, სორანა კირსტეას 6 ქულით ჩამორჩება.
ტატიშვილი რეიტინგში პოზიციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ბაშტადის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 220 000 ამერიკული დოლარი) შეეცდება.
ტატიშვილი ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს და პირველ შეხვედრას ხვალ, 5 ივლისს მსოფლიოს 53-ე ჩოგან პოლინა ჰერცოგთან გამართავს. ტურნირზე პირველ ნომრად მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაკია განთესილი.