გემ "TEK MEHMET"-ის კაპიტანმა რაჰმი ტემელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ჯარიმა 65 000 ლარიგადაიხადა და გარემოზე მიყენებული ზიანი 2 766 ლარი აანაზღაურა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო-ოპერატიული სამსახურის და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ფოთის განყოფილების თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი „TEK MEHMET-ი" 23 ნოემბერს დააკავეს.