დღეს, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 5 სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შორის საშტატო იარაღით სროლაში შეჯიბრი გაიმართება.
სპორტულ ასპარეზობაზე ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს, დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის
5-კაციანი გუნდები შეეჯიბრებიან.
შეჯიბრს მსაჯობას ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე გაუწევს.
ასპარეზობის დასრულების შემდეგ, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართება. ფედერაცია მომავალ წელს უკვე საერთაშორისო ასპარეზობებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ღონისძიება, 11:00 საათზე ნინო სალუქვაძის სახელობის ტირის შენობაში გაიმართება.