აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ახალი სანქციების დაწესებას ითვალიწინებს. ინფორმაციას ამის შესახევ ტელერადიოკორპორაცია "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღნიშნული ზომა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერაა ინიცირებული და აშშ-ს ტერიტორიაზე ყველა უცხოური კომპანიის საქმიანობის შეწყვეტას ითვალისწნებს, რომელიც ირანს ნავთობპროდუქტებს აწვდის.
აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 412 ხმით 12-ს წინააღმდეგ მიიღო. აღნიშნული სანქციები ძალაში აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერის შემდეგ შევა ძალაში. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ს ტერიორიაზე მოქმედი ნებისმიერი უცოური საწარმო, რომელიც ირანის ენერგეტიულ სექტორში ინვესტირებას ახდებს 20 მილიონი აშშ დილარით დაჯარიმდება.