სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს შს სამინისროს წარმომადგენლებს ის ცხრა ცხენი გადასცა, რომლებიც საქართველოს იმ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც ე.წ. სახელმწიფო საზღვარი 18 და 19 ივნისს დაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ცხოველები საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს ევროკავშირის დამკვირვებლების თანდასწრებით გადაეცა",_ იუწყება კომიტეტი. მათივე ინფორმაციის, ქართულმა მხარემ, პირუტყვის დაბრუნებისთვის ოსურ მხარეს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ცხენების პატრონი საქართველოს 10 მოქალაქე ოსმა სეპარატისტებმა მიმდინარე წლის 22 ივნისს გათავისუფლეს.