აავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის შოთა ცანავას განმარტებით, სიღნაღსა და რუსთავში გარდაცვლილ მოქალაქეებს H1N1 ვირუსი არ დაუდასტურდათ.
"გარდაცვალება დაფიქსირდა, მაგრამ ეს შემთხვევები ახალი ტიპის ვირუსთან დაკავშირებული არ არის", - აცხადებს ცანავა.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის სამი ქალი გუშინ, 27 წლის მამაკაცი კი 12 დეკემბერს გარდაიცვალა.
დაინფიცირებულების გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა.