სომხეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანის გარდაიცვალა და ხუთმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. განცხადებას ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამაშველო სამსახური ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ერევანი-გიუმრის ავტოტრასაზე მოხდა. ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, "გაზ 31105"-ის მარკის ავტომობილი მოპირდაპირე გზის სავალ ნაწილზე გადავიდა და უფსკრულში ჩაგორდა. შედეგად 44 წლის მძღოლი, არმავირის რაიონის სოფელ მუსალერის მკვიდრი ხაჩიკ ტოვმასიანი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრები, იმავე სოფლის მკვიდრები, 36 წლის ედუარდ ტერ-გრიგორიანი და 35 წლის ედგარ ოვანისიანი, სხვადასხვა სახისა და სიმძიმის ტრავმით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ამავე დღეს პოლიციის სამმართველოში შევიდა კიდევ ერთი განაცხადი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ავარია ერევანი-გიუმრის ავტოტრასაზე მოხდა. ჯერჯერობით ასევე დაუდგენელ გარემოებაში ავტომობილები "ოპელ-ვექტრა" და "გაზ 31" ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ოპელ-ვექტრის" მძღოლი, 46 წლის საქართველოს მოქალაქე ნ. ზურაბიანი გარდაიცვალა. "გაზ 31"-ის მძღოლმა, 50 წლის ერევნის მაცხოვრებელმა გაგიკ მარტიროსიანმა და მგზავრმა 27 წლის ასკანაზ ნიკოგოსიანმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღეს და ქალაქ აშტატაკის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.