ახალ წელს ბათუმში ხოსე კარერასი იმღერებს. ამის შესახებ დღეს განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მანჯგალაძის განცხადებით, ბათუმის მტავრობის მხრიდან მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკება ჯგუფ "U2"-სთან, რომელიც საქართველოს, სავარაუდოდ, ზაფხულში ეწვევა.
"ახალ წელს ბათუმში ხოსე კარერასი იმღერებს. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე პოპ-ჯაზ ფესტივალიც, აჭარის მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები ჯგუფ "U2"-სთან. ჯგუფი საქართველოში სავარაუდოდ ზაფხულში ჩამოვა", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ხოსე კარერასისა და ჯგუფ "U2"-ს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.