პოეტ ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმი, რომელიც დასახლება პერედელკინოში მდებარეობს, დახურვს პირასაა. მის დასახმარებლად საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს. ამ ინფორმაციას რადიოსადგური "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
ბულატ ოკუჯავას ქვრივის ოლღა ოკუჯავას განცხადებით, მუზეუმმა ფედერალური მუზეუმის სტატუსი დაკარგა და მას ადრინდელი დაფინანსება უკვე აღარ აქვს. ამავე დროს, მუზეუმის შენობის საიჯარო გადასახადი 10-ჯერ გაიზარდა. დახმარებისთვის ბულატ ოკუჯავას ქვრივმა რუსეთის ფედერაციის პრემიერს, ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მიმართა, თუმცა მისი წერილები რუსეთის კულტურის სამინისტროში "გადაამისამართეს", იქ კი ოლღა ოკუჯავასთან შეხვედრა არ ისურვეს.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დახმარებისთვის მზადაა საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროში უახლოეს მომავალში ოკუჯავს მუზეუმის ისტორიულ სამშობლოში გადმოტანის შესაძლებლობის საკითხს განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი გასაკვირს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დაფინანსების პრობლემები მხოლოდ ერთ კონკრეტულ მუზეუმს შეექმნა.
ბულატ ოკუჯავას მემორიალური მუზეუმი 1998 წელს დაარსდა. იგი პერეპიოლკინოს დასახლებაში მდებარე იმ სააგარაკო სახლშია განთავსებული, სადაც პოეტმა ცხოვრების 10 წელი გაატარა. მუზეუმში ხშირად იმართება სამეცნიერო კონფერენციები, ასევე შეხვედრები კულტურის მოღვაწეებთან.