შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ქვეყანაში სამედიცინო ნიღბების დეფიციტს უარყოფს.
როგორც კვიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დოლბანდების პრობლემა არ არსებობს.
"კომერციულ სტრუქტურებში რა ვითარებაა, ამაზე პასუხს ვერ ვაგებ, მაგრამ სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი არ არის. ნებისმიერ საავადმყოფოსა და პოლიკლინიკებში ის საკმარისი რაოდენობითაა დარიგებული და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს უფასოდაც გადაეცემა", - განაცხადა კვიტაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, დეფიციტს არ წარმოადგენს არც ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად კერძო სამედიცინო დაწესებულებებსაც დაურიგდა.