ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი შემთხვევა სიღნაღში, მეორე კი რუსთავში დაფიქსირდა. მთლიანად ქვეყანაში H1N1-ი ვირუსით ექვსი ადამიანია გარდაცვლილი.
სამი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა, 27 წლის მამაკაცი კი 12 დეკემბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
დაინფიცირებულების გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა.