ნოემბერ-დეკემბერში ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებული 1750 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიაწოდა.
მისივე განმარტებით, გრიპის სიმპტომებით სულ სამედიცინო დაწესებულებებს 45 ათასმა ადამიანმა მიმართა. "ჰოსპიტალიზებული მოქალაქეებიდან ყველას მდგომარეობა სტაბილურია. ლეტარული შედეგით მხოლოდ ოთხი შემთხვევა დასრულდა", - განაცხადა კვიტაშვილმა.