საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმა მწუხარება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოთქვა და მოქალაქეებს მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ.
"ვირუსი ადვილად იკურნება, თუ მოქალაქეების დროული ჰოსპიტალიზაცია მოხდება" - განაცხადა გილაურმა. მისივე განმარტებით ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატების საკმარისი მარაგია, რასაც საჭიროების შემთხვევაში პაციენტები უფასოდ მიირებენ. ამასთან გილაურის თქმით, მოქალაქეებს უფასოდ დაურიგდებათ პირბადეებიც, რომლებიც პოლიკლინიკებში გაიცემა.