თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 6 თვის ბავშვია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, 6 თვის ლუკა ჩიტაძე საავადმყოფოში მაღალი სიცხეებით და ტანზე გამონაყარით მიიყვანეს.
ამ დროისთვის ბავშვი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად მძიმეა.