საქართველოში ე.წ ღორის გიპით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. სამივე გარდაცვლილი ქალია.
გარდაცვლილებს შორისაა 42 წლის ირმა ბენაშვილი, რომელიც 5 დღის განმავლობაში სახლის პირობებში მკურნალობდა. მან საავადმყოფოს მხოლოდ მეხუთე დღეს მიაკითხა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის სასუნთქ აპარატზე მიაერთეს.
კიდევ ერთი გარდაცვლილი მშობიარე ქალბატონია, რომელსაც ღუდუშაურის კლინიკაში ორი დღის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მესამე გარდაცვლილს, მან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ვირუსის გამოვლენიდან მეხუთე დღეს მიმართა.
სამივე დაინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა.
შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. მაშინ 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.