დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ პედაგოგთა აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა, აქციის ორგანიზატორი პედაგოგთა პროფკავშირებია, რომელზეც მასწავლებლები მეცამეტე ხელფასის მოთხოვნას გაახმოვანებენ.
"განათება და ქალაქის გალამაზება კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება პედაგოგეგბს ხელფასები გადაუხადონ. სიმბოლურია ის, რომ ჩვენ ნაძვის ხესთან ვმართავთ აქციას. თუკი მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს გაითვალისწინებს, ეს ქვეყანას განვითარებაში დაეხმარება", - განუცხადა პეტრიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
აქციაში მონაწილეობას თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე პედაგოგეგბი მიიღებენ.