სანკტ-პეტერბურგის ცენტრში, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.
დაშავებულია კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ასევე ბავშვია. განცხადებას ამის შესახებ რუსული მედია, ადგილობრივ საგანგებო სიტუაციათა სამმართველოზე დაყრდობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი 03:26 საათზე გაჩნდა. ყველა დაზარალებულს გაზით მსუბუქი მოწამვლის ნიშნებიც აღენიშნება. დაშავებულების გარდა, მაშველებმა სახლიდან 13 მოსახლის ევაკუირებაც მოახდინეს.
04:46 საათზე ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო. ამჟამად ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს