შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულ მეზღვაურს სერგო ჯინჭარაძეს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.
სერგო ჯინჭარაძის ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ გემის მფლობელმა ორი დღის წინ შეატყობინა. მაშველებმა ამ დრომდე ეძებენ გემ "ოგანბეიზე" მყოფ კიდევ ერთ ქართველს, დავით ჭიჭილეიშვილს.
მაშველები ვარაუდობენ, რომ ის ღია ზღვაში ერთ-ერთ სამაშველო ნავში იმყოფება, რომლის პოვნაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შემთხვევა ქალაქ ეგევარასთან ახლოს შაბათს ღამით მოხდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 16 წევრიდან 12-ის გადარჩენა მოხერხდა.