15 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში~ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრას გახსნის მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და მოწვეულ სტუმრებს სისხლის სამართლის პოლიტიკასა და პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გააცნობს. საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაზე, სხვადასხვა პროექტში პროკურატურის ჩართულობასა და მონაწილეობაზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ისაუბრებს.
საერთაშორისო გამოცდილებას შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარებს ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის წარმომადგენელი საქართველოში, უფროსი პროკურორი სტეინ ვალე.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავარი პროკურატურა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში.