15 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში საერთაშორისო ორგანიზაცია "Rotarac"-ის ქართული კლუბის ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
საქველმოქმედო კონცერტში ქართული მუსიკალური ჯგუფები: "მგზავრები" და "ხიდი" მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის დროს შემოსული თანხა უნარშეზღუდულ მოზრდილთა სოციალური თერაპიის სახლს გადაეცემა, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო დახურვის საფრთხე ემუქრება.