თოვლმა წვიმისა და ძლიერი ქარის თანხლებით აშშ-ის სხვადასხვა შტატში გზების გაყინვა და მათზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. ყოევლივეს თან მრავალი წვრილი და მსხვილი სავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ყველაზე მასშტაბური ავარია კონეკტიკუტის შტატში მოხდა, იქ 50-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ამ ინციდენტის გამო დაშავდა 46 კაცი. ექვსი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაეწიათ.
ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, პოლიციურმა ძალებმა ის მაგისტრალი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ექვსი საათის განმავლობაში გადაკეტეს.