ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მედიკამენტების გაიაფებას 2010 წლის გაზაფხულიდან ვარაუდობს.
"წამლებზე ფასების შემცირებას მარტი-აპრილიდან მოველით", _ განაცხადა კვიტაშვილმა.
აღნიშნული განცხადება კვიტაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ცოტნიაშვილების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა.
კვიტაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აღნიშნული საკითხით მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფარმაცევტული კომპანიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასები იმაზე 40%-ით ძვირია, ვიდრე მისი რეალური ღირებულება.