წეროვანს ქარბორბალამ გადაუარა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს, ძლიერმა ქარმა ადგილობრივი სკოლის შენობას სახურავი ახადა. სახურავების გარეშეა დარჩენილი რამდენიმე ათეული მოსახლის სახლებიც. ქარმა სატელიტური ანტენებიც მოგლიჯა.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
წეროვანში ამ დრომდე ძლიერი ქარია.