რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიუღებლად მიიჩნევს იაპონიის პოზიციას რომელიც კურილის კუნძულებს ოკუპირებულ ტერიტორიას მიიჩნევს. '
"ის განცხადებები რომლებიც იაპონიის პარლამენტარებისა მთავრობის წევრებიდან ისმის და რომლებიც ჩვენს კურილის კუნძულებს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ შეუძლებელია აღშფოთებას არ იწვევდეს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ არასოდეს არ წავალთ იმაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადაწერა დავიწყოთ და ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი პარლამენტარების პოზიციაც",_ განაცხადა სერგეი ლავროვმა ფედერაციის საბჭოში გამართული მოსმენების შემდეგ.
ამასთან ერთად, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ "ამ სიტუაციიდან სწორი დასკვნები იქნება გაკეთებული".