უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის, შეხვედრის სამზადისი მიმდინარეობს ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გიორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიხის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრის გარდა, ნიუ იორკში უკრაინის დელეგაციისთვის არაერთი სხვა ღონისძიებაც არის დაგეგმილი, მათ შორის შეხვედრები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან, ბიზნესწრეებთან და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ უკრაინელებთან.
„გუნდები ახლა ნამდვილად მუშაობენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე და მის შინაარსზე, რათა შეხვედრა მაქსიმალურად შინაარსიანი იყოს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ცნობისათვის, 22 სექტემბერს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატები დაიწყება.