შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანმშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე 4 პიროვნება დააკავეს.
წარსულში თაღლითობისათვის ნასამართლევი ნელი სარაული, ლაშა კერესელიძე, გიორგი კარიაული და ივანე ნასარიძე მოქალაქეებს ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ.
ივანე ნასარიძის ბინის ჩხრეკას ამოღებულ იქნა 12 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დამზადებული ისრაელის მოქალაქის ყალბი პასპორტი, 80-ე მეტი ყალბი შტამპი, ბეჭედი და სხვადასხვა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით წინასწარ გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.