შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთიდან უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, გადმოსვენებამდე ბევრი ბიუროკრატიული და ტექნიკური პროცედურაა გასავლელი და მოსაგვარებელი.
"როგორც კი შესაბამისი პროცედირების მოგვარება დასრულდება, გარდაცვლილების საქართველოში გადმოსვენება დროულად მოხდება", - განმარტა კალანდაძემ, რომლის განმარტებითაც, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების საკონსულო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი თურქეთში 12 დეკემბერს ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრიდან 11-ის გადარჩენა მოხერხდა. გარდაცვლილია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. სერგო ჯინჭარაძის ცხედარი უკვე ნაპოვნია, დავით ჯიჯილეიშვილს კი ამ დრომდე ეძებენ.