თოვლჭყაპმა და ძლიერმა ქარმა აშშ-ს ჩრდილო აღმოსავლეთის რამდენიმე შტატში გზების მოყინვა გამოიწვია. მძიმე საგზაო მდგომარეობა გახდა მრავალი მსუბუქი და მძიმე ავტოსაგზაო ავარიის მიზეზი. ყვლაზე მასშტაბური ავარია კონეკტიკუტის შტატში მოხდა, სადაც ერთმანეთს 50-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა.
ამ შემთხვევის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა. 6 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზის გასაწმენდად პოლიციას 5 საათი დასჭირდა.