დიმიტრი მედვედევმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ ბარაკ ობამამ სატელეფონო საუბარი გამართეს.
პრეზიდენტებმა სტატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საქმიანობაში ჩართულ პირებს მისცემენ შესაბამის დავალებებს, რათა გააქტიურდეს საქმიანობა, რომ უახლეს პერიოდში ხელშეკრულებამ საბოლოო სახე მიიღოს.
"მედვედევმა და ობამამ კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ჟენევაში ორივე ქვეყნის დელეგაციის საქმიანობა ინტერნსურ და მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, რაც მოლაპარაკებების პროცესში არსობრივ პროგრესზე საუბრის საშუალებას ძლევა", - აღნიშნავს კრემლის პრესსამსახური.
სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულების მომზადების პროცესს უშუალოდ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები აკონტროლებენ.