5 ივნისს, 14:00 საათზე, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიური დოღი ჩატარდება. დოღი საქართველოს გამოჩენილ მოღვაწეებს ეძღვნება.
ტრადიციას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა. ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ, წლევანდელი დოღი გოდერძი ჩოხელის სახელს ატარებს. დოღი ძველი მთის წესის დაცვით გაიმართება.
გამარჯვებულს სხვა პრიზებთან ერთად, სიმბოლურად ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული ჯილდო _ "გარდამავალი დროშა" გადაეცემა. ღონისძიება ფოლკლორის საღამოთი გაგრძელდება.