აშშ-ს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ფალსიფიკაციის აჩრდილი დასდევს.
„მიხეილ სააკაშვილს არჩევნების ფალსიფიკაციის აჩრდილი მას შემდეგ დასდევს, რაც 2008 წლის იანვარში, მეორე საპრეზიდენტო კამპანიის დროს საქართველოს ცესკო-მ ხმები საეჭვოდ დაითვალა, ხოლო მის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ რეფორმას (რომელიც გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ) ქვეყანაში ბევრი „პუტინის სცენარის" ვარიაციად განიხილავს, რომლის პირობებშიც სააკაშვილი მშვიდად გადაინაცვლებს მთავრობის ხელმძღვანელის სავარძელში. ასეთი ვარიანტი თავად მოქმედ პრეზიდენტს (ყოველ შეთხვევაში, ჯერ-ჯერობით) ბოლომდე არ უარყვია. შესაბამისად ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს არალეგიტიმურობის ტვირთის ზიდვას", - მიიჩვენვს მარკედონოვი.
მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად, „გარე სამყაროსთვის" საქართველოს არსებული ხელისუფლება მყარი და ხანგრძლივია, ოპოზიცია კი სუსტი და დანაწევრებული.
„შესაბამისად, როგორც სჩანს, არანაირი სააკაშვილის რეჟიმის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, თუმცა არსად გამქრალა ხელისუფლებით უკმაყოფილება, მით უფრო მას შემდეგ (და ეს მანამდეც მომხდარა), რაც ხელისუფლებამ აშშ-ს და ევროპის პრაგმატული დასკვნები, მორიგ კარტ-ბლანშად აღიქვა. სწორედ ამის შედეგია გაუთვლელი ქმედებები და ზოგჯერ ავანტიურისტული გადაწყვეტილებებიც კი. მათ შორისაა, ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაზრდა და შესაბამისი მსხვერპლი ქართველ სამხედროებს შორის. ასევე ჩრდილო-კავკასიური ავანტიურა, რომლის მიზანიც არა მხოლოდ რუსეთისთვის სამაგიეროს გადახდა, არამედ მისი იმპულსური და არა პროგნოზირებადი რეაქციის გამოწვევა იყო (რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა), რაც მოსკოვს და დასავლეთს (განსაკუთრებით აშშ-ს) ერთმანეთს დაატაკებდა", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.