3 ივნისს, მცხეთაში არსებულ სპორტ-კომპლექსში გაიმართება საქართველოს გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში რეგიონებს შორის _ ცნობილი ქართველი ფალავნის _ სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე.
ტურნირი 12.00 საათზე დაიწყება, სადაც საქართველოს 8 რეგიონის უძლიერესი გუნდები შეერკინებიან ერთმანეთს.
სპორცმენები 5 წონით კატეგორიაში ( 60, 70, 80, 90, +90) შეხვდებიან ერთმანეთს და საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
საპრიზო ფონდში გათვალისწინებულია 16 000 ლარი.
დაგეგმილ ტურნირზე მოწვეულნი არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და საქართველოს იმ რეგიონების წარმომადგენლები, რომელთა სპორცმენები აღნიშნულ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს გუნდურ პირველობას ჭიდაობაში დაესწრება აგრეთვე მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.