Forbes-მა მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელა. პირველ ადგილზე გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მოხვდა. ვუდსი ყოველწლიურად საშუალოდ 75 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს. მისი მთავარი შემოსავალი "ნაიკთან" და "ელექტრონიკ არტსთან" გაფორმებული კონტრაქტია.
მეორე ადგილზე NBA-ს კლუბ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელი კობი ბრაიანტი გავიდა. მისი წლიური შემოსავალი 53 მილიონი ამერიკული დოლარია. მესამე ადგილზე ასევე კალათბურთელი, "მაიამის" წევრი ლებრონ ჯეიმსი მოხვდა. მისი წლიური შემოსავალი 48 მილიონი ამერიკული დოლარია.
მსოფლიო ლეგენდარული მოქმედი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მეოთხე ადგილზეა 47 მილიონი ამერიკული დოლარით. მას ისეთ კომპანიებთან აქვს კონტრაქტი დადებული, როგორებიცაა "ნაიკი", "სუის კრედიტი", "როლექსი" და "უილსონი". მეხუთე ადგილზე მოხვდა მაიკელსონი 46.5 მლნ. ამერიკული დოლარით.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექემი რეიტინგში მხოლოდ მეექვსე ადგილზე მოხვდა. ბექემი წლიურად 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს. მეშვიდე ადგილზეა პორტუგალიისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო. რონალდოს წლიური შემოსავალი 38 მილიონ დოლარს შეადგენს. რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესის სამი ადგილით უსწრებს. მესის შემოსავალი 32.3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ათეულში ასევე მოხვდნენ ბეისბოლისტი ალექს როდრიგესი 35 მლნ. დოლარით და ფორმულა 1 - ის ვარსკვლავი მაიკლ შუმახერი - 34მილიონი.