ქუთაისის სპორტის სასახლე მსოფლიოში ცნობილი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის სახელობის ტურნირს მასპიძნლობს. ტიტულოვანი სპორტსმენის სახელობის თასისთვის ქართველი, აზერებაიჯანელი, სომეხი და თურქი მოკრივეები იბრძვიან.
აკაკი კაკაურიძე მსოფლიო სპორტის ისტორიაში 90-იან წლებში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა შევიდა. იგი ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ქართველმა სპორტსმენმა სახელი საერთაშორისო ასპარეზზე არამხოლოდ საქართველოს, არამედ თურქეთსაც გაუთქვა.
ცნობილი ქართველი მოკრივის სახელობის ტურნირი წელს პირველად ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით ტარდება. ტურნირი სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. მომავალი წლიდან აკაკი კაკაურიძის სახელობის თასის მოსაპოვებლად მსოფლიოს არა-ერთი ქვეყნის წარმატებული სპორტსმენი იბრძოლებს.
აკაკი კაკაურიძე 29 წლის ასაკში, აშშ-ში, ჩიკაგოში ავტო-კატასტროფას ემსხვერპლა.