ხვალ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხორვატიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე, ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება. საქართველო ხორვატიაში შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო" თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი", ზესტაფონი)
მცველები: კახა კალაძე („ჯენოა", იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ვოლგა", რუსეთი), აკაკი ხუბუტია („გაზ-მეთანი", რუმინეთი), ზურაბ ხიზანიშვილი („რედინგი", ინგლისი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), კახა ალადაშვილი („ზესტაფონი", ზესტაფონი), გია გრიგალავა („ვოლგა", რუსეთი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („ზესტაფონი", ზესტაფონი), ჯაბა კანკავა („კრივბასი", უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული („კარპატი", უკრაინა), დავით კვირკველია („პანიონიოსი", საბერძნეთი), ირაკლი მაისურაძე („ოლიმპი", რუსთავი)
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი („კარლსრუე", გერმანია), მათე ვაწაძე („ვოლგა", რუსეთი), დავით სირაძე („სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („მაქაბი", ისრაელი), ჯაბა ლიპარტია („ზარია", უკრაინა)
შესაბამისად, ქეცბაიას განაცხადს მიღმა დარჩნენ ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ნიკოლოზ გელაშვილი (ტრავმირებულები), არდალიონ მიქაბერიძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ადამია, გიორგი ხიდეშელი და ირაკლი მოდებაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ მატჩში, საქართველომ ხორვატია ლევან ობიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ამჟამად საქართველოს ნაკრები 6 თამაშში მოპოვებული 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის F ჯგუფს საბერძნეთი ლიდერობს 11 ქულით, მეორე-მესამე ადგილებს 10-10 ქულით ხორვატია და ისრაელი იკავებენ.