ფიფა-ს რიგით 61-ე კონგრესზე ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთადერთმა კანდიდატმა, ზეპ ბლატერმა გაიმარჯვა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ 75 წლის შვეიცარიელი, ფიფა-ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა.
მართალია, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, აზიის კონფედერაცია ხმის მიცემის პროცედურისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებოდა, ხოლო ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია არჩევნების გადადებას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერმა მაინც ექსცესების გარეშე ჩაიარა და ბლატერი კიდევ 4 წლით აირჩიეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად.
203 დელეგატიდან, ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის მიერ ცოტა ხნის წინათ გამართლებულ ბლატერს, ხმა 186-მა მისცა.