ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მსოფლიო ჩემპიონატის არჩევის წესის ინიციატივით გამოვიდა. ბლატერის ინიციატივით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 24-ის ნაცვლად, ფიფას 208-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა აირჩიოს. ამჟამად მასპინძლის არჩევისთვის ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 24 წევრი.
ბლატერის თქმით, აღნიშნული ცვლილებების საჭიროება ბოლო არჩევნების შემდეგ დადგა.
2018 წლის მუნდიალის მასპინძლად რუსეთი აირჩიეს, 2022-ის კი - ყატარი. აღნიშნული ქვეყნების შემდეგ ფიფას რამდენიმე წევრი საქმიანობას ჩამოაშორეს, რამდენიმემ კი განაცხადა, რომ ყატარმა და რუსეთმა კორუფციული გარიგებებით გაიმარჯვეს არჩევნებში.
"მინდა, რომ ფიფას წევრ 208-ვე ქვეყნის უფლებები გაიზარდოს", - განაცხადა ბლატერმა.