საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა.
ხორვატიაში 3 ივნისს ევროშესარჩევ მატჩში საქართველოს ღირსებას მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი", ზესტაფონი), მცველები: კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე ,აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია, კახა ალადაშვილი, გია გრიგალავა; ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე გურული, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე; თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, მათე ვაწაძე, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ჯაბა ლიპარტია დაიცავენ.
განაცხადს მიღმა ტრავმის გამო ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ნიკოლოზ გელაშვილი დარჩნენ, ასევე სიაში ვერ მოხვდნენ არდალიონ მიქაბერიძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ადამია, გიორგი ხიდეშელი და ირაკლი მოდებაძე.
21 ფეხბურთელიდან, 20 ნაკრების ბაზაზე, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. 2 ივნისს გუნდს ხორვატიაში ზურაბ ხიზანიშვილი შეუერთდება.