დღეს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ციურიხში გვიან ღამემდე გაგრძელდა ფიფა-ს კონგრესი, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო არჩევნების ჩატარების მართებულობა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრების ნაწილი 1 ივნისს დანიშნულ არჩევნებს პროტესტს უცხადებდა. ფედერაციების ზოგიერთი წარმომადგენელი კენჭისყრის პროცედურის გადადებას ითხოვდნენ. ისინი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის ზეპ ბლატერის წინააღმდეგები არიან.
პროტესტის მიზეზი ბოლო დროს ბლატერის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები გახდა - მას უკანონო გარიგებებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.