საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები გადამწყვეტ, მესამე ტურის შეხვედრაში იაპონიის ნაკრებს შეხვდება. შეხვედრა 18:00 საათზე, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა 10 ქულით. ამდენივე ქულა აქვს იაპონიასაც. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო "ალაფის" ფინალში სათამაშოდ ფრეც ყოფნის. დამარცხების შემთხვევაში კი ფინალში იაპონია გავა.
საქართველოს ნაკრები იაპონელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. ვანო გაბროშვილი, 12. გიორგი მარგიანი, 11. გიორგი აბრამიძე, 10. ლუკა კვარაცხელია, 9. ჯიმი ღამბაშიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. დავით ლოსაბერიძე.
სათადარიგოები: 16. მერაბ მატკავა, 17. ზაზა ნავროზაშვილი, 18. გიორგი ჟღენტი, 19. ნიკოლოზ ჩხიკვაძე, 20. რამაზ ჯინაშვილი, 21. უჩა მჭედლიშვილი, 22. გიგა გაგოშვილი.
მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი
A ჯგუფიდან ფინალში თამაში თითქმის განაღდებული აქვს სამოას. სამოამ ორივე შეხვედრა მოიგო და 10 ქულით პირველ ადგილზეა. გადამწყვეტ შეხვედრაში სამოელები რუსეთს დაუპირისპირდებიან. სამოა თუ 7 ქულაზე მეტით არ დამარცხდა ფინალში ითამაშებს.
"ალაფის" ფინალურ შეხვედრაში A და B ჯგუფის გამარჯვებულები ითამაშებენ.