დღეს, 12 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო თსუ-ის მაღლივ კორპუსში აღმასრულებლების საკვალიფიკაციო გამოცდას ჩაატარებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში 1-ლი ნოემბრიდან წარმოებდა. ორი კვირის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობის სურვილი 176 პირმა გამოთქვა. სერთიფიცირებული აღმასრულებლის სტატუსის მოსაპოვებლად, კონკურსის მონაწილეებმა 100-ქულიანი საგამოცდო ტესტიდან სულ მცირე 75 ქულა უნდა დააგროვონ.
კონკუსს აღსრულების ეროვნული ბიურო წელს მეორედ ატარებს. გამოცდაზე გასვლის საფასური 200 ლარია. კონკურსში მონაწილეობის უფლება იურიდიული განათლების მქონე მინიმუმ 21 წლის პირებს აქვთ. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევაა. მაღალქულიან კონკურსანტებს შემდგომში აღმასრულებლების ვაკანტური ადგილების დაკავების ან კერძო აღმასრულებლის სააღსრულებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ.