15 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიმართება პრესკონფერენცია და პრეზენტაცია, სადაც ნაჩვენები იქნება ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალზე "DEGREE & PROFESSION" გამარჯვებული, გრანპრისა და იტალიის პრეზიდენტის მედლის მფლობელი სტუდენტების მულტიმედიური ნამუშევრები.
პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო.
პრეზენტაციის ბოლოს გათვალისწინებულია ფურშეტი.