ყატარელმა ბიზნესმენმა , აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელმა ბინ ჰამამმა მოხსნა თავისი კანდიდატურა FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელიც 2 ივნისს ციურიხში ჩატარდება.
იგი არჩევნებზე ზეფ ბლატერის ერთადერთი კონკურენტი იყო.
დღეს ბინ ჰამამი ჩვენებით წარსდგება ფიფას ეთიკის კომიტეტის წინაშე, სადაც მას კორუფციაში დაადანაშაულებენ.
მას ბრალად ედება კარიბის ქვეყნების დელეგატებისათვის მხარადჭერის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადაცემა. ცნობილია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს.
ჰამამის ინიციატივით FIFA-ს ეთიკის კომიტეტის წინაშე წარსდგება ზეფ ბლატერიც.
ბლატერს ბრალად ედება FIFA-ში არსებული, მისთვის ცნობილ კორუფციის ფაქტების დამალვა.
როგორც ბლატერი ასევე ჰამამი უარყოფენ მათთვის წაყენებულ ბრალდებებს.